ავსტრიელი ექსპერტები მდინარეთა აუზებში საფრთხის რისკებს შეისწავლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, ავსტრიელ ექსპერტებსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქ.თბილისში მდინარეთა აუზებში საფრთხის შემცველი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური რისკები განიხილეს.
ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, არსებულ სტიქიურ მოვლენებს ადგილზე შეაფასებენ. მდ. წავკისისწყლის, მდ. დიღმისხევის და მდ. ხევძმარას აუზებში მაღალი რისკის შემცველ ადგილებს დაათვალიერებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 159 times, 1 visit(s) today