ავტომობილების პარკირების ტესტირება მოეწყო

17/03/2017

„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“ ავტორებმა კონსტრუქციის მექანიზმის ტესტირება მოაწყვეს, რაც წარმატებით დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობს კონსტრუქციის დიზაინის დახვეწის პროცესი. ავტომობილების ვერტიკალური პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს დასაშლელ-ასაწყობ ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. პროექტს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები მალხაზ ცისკარიშვილი და ანზორ საკანდელიძე, ინჟინერ გამომგონებლები სერგო ჯორბენაძე და ფრიდონ გუნცაძე ახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0