აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

22/05/2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უკვე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში და დელეგაციის წევრებთან ერთად ქართულ მხარესთან შეხვედრა გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0