აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა

17/01/2018

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი ესტუმრა და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვერდის თემა 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მომხდარი ტრაგედიის მოვლენებს შეეხებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალქში მომხდარი ტრაგედიის სამწუხარო ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 20 იანვარი არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე აზერბაიჯანის უახლესი ისტორიის მანძილზე.
,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარებმა უკვე აზერბაიჯანში განახორციელეს კიდევ ერთი სისხლიანი თავდასხმა, რომელსაც 150-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანელ ხალხს მომდარი ტრაგედიის გამო. რათქმაუნდა ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოებრივობის დაცვას, საკუთარი სიცოცხლე უანგაროდ შესწირეს”,- განაცხადა შეხვედრაზე ბუბა გობეჯიშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ,,შავი იანვრის” სახელით ცნობილი მოვლენები კიდევ ერთხელ შეახსენა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა. შეხვედრის დასასრულს კი ბაქოს მოვლენებთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0