6 სექტემბერს ქ. ბაქოში გაიმართება სამმხრივ ფორმატში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი, მე-6 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობას და პერსპექტივებს, წინა შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტების შესრულებას, დასახავენ სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი განცხადების ხელმოწერა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.