“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ერთად ვართ ჩართულნი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, ინფრასტრუქტურულ, რეგიონალურ პროექტებში. ბუნებრივია გვექნება ყველა ამ პროექტზე საუბარი, ასევე ვისაუბრებთ ახალ შესაძლებლობებზე. მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერის საკმაოდ მაღალი დონე როგორც ყველა საერთაშორისო ფორმატში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში. “ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე საუბრისას.