აზერბაიჯანმა საქართველოდან საქონლის იმპორტი აკრძალა

29/01/2016

აზერბაიჯანში, დღეიდან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა. მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ განაცხადა. როგორც ცნობილია, აკრძალვის მიზეზი საქართველოში წვრილრქოსან და მსხვილრქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0