აზიის განვითარების ბანკის მისია გუდაურში წყალმომარაგების სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ADB-ის მისიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, გუდაურში წყალმომარეგბის სფეროში არსებული ვითარება გააცნო და წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერებინა. საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ის სათავე ნაგებობაც მოინახულეს, საიდანაც დღეს გუდაურის წყალმომარაგება ხორციელდება.
აზიის განვითარების ბანკმა გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობაში 66 753 500 ლარის ფინანსურ რესურსი გამოყო.
პროექტი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, გუდაური 2017 წლის ბოლოს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო 2018 წლიდან ინფრასტრუქტურული ობიექტები წყალარინების ერთიანი, ახალი ქსელით სარგებლობას შესძლებენ.
ამ ეტაპზე კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.

Visited 139 times, 1 visit(s) today