ალგეთსა და ასურეთში საბავშვო ბაღები შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება. სოფლებში – ასურეთსა და ალგეთში პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ორივე პროექტისათვის ერთობლივად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
ახალი სააღმზრდელო დაწესებულებებით სარგებლობას 200-მდე ბავშვი შეძლებს.

Visited 150 times, 1 visit(s) today