ალექსანდრე მოწერელიამ, სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დამდეგი შობა-ახალი წელი სოციალურად დაუცველ ჭაავების ოჯახს მიულოცეს და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ჭაავები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობენ. საახალწლო საჩუქრები ზუგდიდში 600-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

Visited 84 times, 1 visit(s) today