ალექსანდრე ჯეჯლავამ მესტიის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ მესტიის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი და მესტიის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი დარეჯან ნიგურიანი.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Visited 175 times, 1 visit(s) today