ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა ბოლნისში გაიმართა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შობას საქართველოში თან ახლავს ალილოს უძველესი ტრადიცია, რომელიც ბოლნისში მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა 10 წელზე მეტია აღადგინა.
დღეს, ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ნიშასთან შეკრებილთ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საშობაო ალილოს ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც პარაკლისის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ და საშობაო ნობათებით მოხუცებს დღესასწაული მიულოცეს.

Visited 91 times, 1 visit(s) today