ალპანა-ცაგერის ს/გზის მე-12-ე კმ-ზე შეზღუდვები დაწესდა

21/12/2017

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე, მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0