ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

13/11/2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღადიშში, ქვემო შავრაში, ბაჯში და იწაში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე პროექტები, მთავრობის სტრატეგია მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები გააცნო. სოფლებში მთავარ პრობლემად წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა დასახელდა, როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ აღნიშნა,ამ მიმართულებით სამუშაოები მომდევნო წელს განხორციელდება.შეხვედრას აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობის კითხვებს სხვა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით უპასუხა.

2019 წელს აღნიშნულ სოფლებში რიგი პროექტები განხორციელდა:
სოფ.ბაჯში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები – 10 000 ლარი.
საავტომობილო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული თანხებით (ჭრებალო-ნიკორწმინდის გზა) ასფალტირებული საავტომობილო გზის სოფ.ბაჯის მონაკვეთის მშენებლობა.
სოფ.ღადიშში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები – 10 000 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტით სოფ. ზედა ღადიშის საუბნო წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 2 563 ლარი.
საავტომობილო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული თანხებით (ჭრებალო-ნიკორწმინდის გზა) ასფალტირებული საავტომობილო გზის სოფ.ღადიშის მონაკვეთის მშენებლობა.
ქვემო შავრაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები – 9 996 ლარი.
სოფ. იწაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები – 9 959 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტით სოფელ იწაში გზის დამცავი რ/ბ კედლის მოწყობის სამუშაოები – 9 553 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0