ამბროლაურში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

11/11/2016

გერმანული ორგანიზაცია ,,DVV International“–ის ორგანიზებით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქ. ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, 10 ნოემბერს, ქ. ამბროლაურში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება–გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება. განათლების ახალი ცენტრი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით და შრომის ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები. გარდა ამისა შეიქმნება 10–მდე სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროექტს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0