ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

15/01/2018

ქ. ამბროლაურში ახალი, 32 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც ერთდროულად130 ადამიანის მიღებას შეძლებს. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე. აღნიშნული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, პროექტ – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გამოცხადებულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა 164 000 ლარად შეისყიდა და დამატებით 350 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველ ეტაპზე მუდმივად 10–12 ადამიანი დასაქმდება. ახალი სასტუმროს გახსნას სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ქ. ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, საერთაშორისო არბიტრი ედიშერ მაჩაიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0