ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ხაშურელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგები გამართეს

ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ხაშურელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგები გამართეს. შეხვედრები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხეში და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრებში მოეწყო. ტრენინგები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოხალისეობის მნიშვნელობა, CV-ის მომზადება, მიზნების დასახვა და სხვა. ტრენინგების ფარგლებში გაიმართა სახალისო თამაშები და დისკუსია.

Visited 122 times, 1 visit(s) today