ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება.
საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება.
საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Visited 164 times, 1 visit(s) today