საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-ეკა ბესელია და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე-გაგა კახიანი, საპრიცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე-ხათუნა გოგორიშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გუგული მაღრაძე
11-16 აპრილიის ჩათვლით კონფერენციაზე იმყოფებიან, რომელიც დემოკრატიული პარტნიორობის პალატის(HDP) ორგანიზებით იმართება, დემოკრატიული პარტნიორობის პალატი (HDP) ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ნაწილია. ეს ღონისძიება NDI –ის USAID-ის მხარდაჭერითა და IRI-ს პარტნიორობით ტარდება. ღონისძიების მთავარი თემატიკაა -„პარლამენტის როლი საჯარო კეთილსინდისიერების გაძლიერება”
დელეგაცია დღეს დილიდან რეგიონალურ ოფისს ეწვია, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრა აშშ-ს კონგრესის შესაბამის თანამშრომლებთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. დელეგატები ასევე შეხვდნენ think tanks-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საქართველოს დელეგაცია ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად დღეს ასევე შეხვედა დონ ბეიერს რომელიც თავის პირველ ვადას მსახურობს, როგორც აშშ-ს წარმომადგენელი ვირჯინიას მე-8 ოლქიდან და წარმოადგენს არლინგტონს, ალექსანდრიას,“ Falls Church“-ს და „Fairfax County“-ის ნაწილს. ის ასევე არის ეკონომიკურ კომიტეტში, ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ასევე არის მეცნიერების, კოსმოსის და ტექნოლოგიის ზედამხედველობის ქვეკომიტეტის წევრი ახალი დემოკრატების კოალიციიდან.
დელეგაცია დღეს კონგრესში საბიუჯეტი კომიტეტის სხდომას დაესწრო.