ამ დროისთვის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია

25/08/2017

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია,
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: “წუხანდელი შტაბის თათბირზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩართულიყო თავდააცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის 1000 სამხედრო მოსამსახურე, ბოლო დღეების განმავლობაში გაიჭრა 12 კილომეტრი გზა.ვერტმფრენების ეფექტური მუშაობის შემდეგ დარჩენილია წვრილ-წვრილი კერები. ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურ მუშაობას. ვფიქრობთ რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა მოგვარებული იქნება”- განაცხადა მღებრიშვილმა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
“წინასწარ ვერსიებზე ნუ ვილაპარაკებთ დავაცადოთ გამოძიებას,ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად,გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს”-განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0