ამ დროისთვის საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს

15/07/2016

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.
ცესკო-ში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
შეხვედრის მონაწილეებმა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა სიას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0