ანასეულის დასახლებაში, დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილებისა და ბორდიულების მოწყობა. სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 28 575 ლარს შეადგენს.

Visited 137 times, 1 visit(s) today