ანა დოლიძე სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა

25/08/2017

ამ პროცესში დაიხარჯა ძალიან ბევრი ადამიანის დრო, წელიწადნახევარია ვერ შევარჩიეთ სამი კვალიფიციური იურისტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, რითაც ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებული პროცესები შეაფასა. მისივე თქმით, გასული კონკურსების ჩავარდნის გამო ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
”ამ პროცესში დაიხარჯა ძალიან ბევრი ადამიანის დრო, წელიწადნახევარია ვერ შევარჩიეთ სამი კვალიფიციური იურისტი. დაიხარჯა ძალიან ბევრი რესურსი და ზიანი მიადგა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, თუ ეს ქვეყანა და სახელმწიფოა, ამ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, – განაცხადა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0