ანიმაციური ფილმის შექმნასთან დაკავშირებით ვორკშოპი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ნაფარეულის საჯარო სკოლაში, ანიმაციური ფილმის შექმნასთან დაკავშირებით ვორკშოპი გაიმართა.სკოლის მოსწავლეებთან ანიმაციური ფილმის შექმნაზე ანიმაციური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა – ზურაბ დიასამიძემ ისაუბრა.
ღონისძიებას კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი – მაია დათუნაშვილი და ნაფარეულის მაჟორიტარი დეპუტატი – მაია ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც ჩვენთან საუბრისას მაია დათუნაშვილმა აღნიშნა ” დღეს,მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ანიმაციური ფილმების შექმნასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდები შექმნიან ფილმს,რომელიც 17 მაისს,სოფელ კისისხევის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმების ფესტივალზე სხვა ანიმაციურ ფილმებთან ერთად იქნება ნაჩვენები “.

Visited 214 times, 1 visit(s) today