ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს

22/10/2018

„დღეს, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთი ინიციატივა და რეფორმა განახორციელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მიღწეული წარმატებების ფონზე, მზარდია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უნდობლობის განცდის დამკვიდრებაა. ჩვენ პროპაგანდას არა კონტრპროპაგანდით, არამედ ქვეყნის წარმატებული რეფორმებით, ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის დემონსტრირებით ვპასუხობთ,“ -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ახალი მასშტაბური პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0