არავითარი საოცრებები არ მოუხდენიათ და არა რევოლუციურად, არამედ ევოლუციურად ვითარდებიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თამაზ მეჭიაურის მიერ პოზიციის შეცვლას „გაგებით ეკიდება“.- ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები არ არიან. იმ დროს, ჩემი აზრით, ოპტიმალური იყო შერჩევა, თუ საუკეთესო არა. მაშინ იყო ომი და არა არჩევნები. დღეს ხარისხობრივად კვირიკაშვილი მოახერხებს და ახალ გუნდს შემოგთავაზებთ, განაახლებს ამ გუნდს. თუმცა გუნდის ყველა წევრს დიდი პატივისცემით ვექცევი. ანგარიშს ვუწევ და გაგებით ვეკიდები მათ პოზიციას, რომელიც შეიცვალეს, მეჭიაური თუ გყავთ მხედველობაში. მე ვახერხებ და გაგებით ვეკიდები, რომ მათ შეიცვალეს პოზიცია და ბევრ საკითხში აღარ ეთანხმებიან გუნდს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მათ „არავითარი საოცრებები არ მოუხდენიათ და არა რევოლუციურად, არამედ ევოლუციურად ვითარდებიან“.

Visited 127 times, 1 visit(s) today