არასდროს ყოფილა რუსეთის ფედერაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიის გამო ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ, როგორც დღეს

12/07/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო ხაზზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა:
„არასდროს ყოფილა რუსეთის ფედერაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიის გამო ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ, როგორც დღეს. ამის ნათელი მაგალითია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში. ასევე გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ახალი ადმინისტაციის, ასევე კონგრესის მიერ. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ყველა საელჩო, მთავრობა და მთავრობის თითოეული წევრი, ამ ძალიან რთულ მოცემულობაშიც კი, როგორიც ჩვენი რეგიონში და მთელს მსოფლიოში სუფევს, აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ შევძლოთ გავუმკლავდეთ ამ აგრესიას, და დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მოუტანს ჩვენს ქვეყანას ერთობას და მოგვცემს შესაძლებლობას განვვითარედეთ, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0