არგენტინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

25/05/2017

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში არგენტინის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხულიან ლუის ტეტამანტისთან.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
მინისტრის მოადგილემ არგენტინის მხარეს მიულოცა არგენტინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და მადლიერება გამოხატა არგენტინის მთავრობის მიმართ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ ნაბიჯებზე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ბ-ნმა დავით ზალკალიანმა არგენტინის ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0