არის მზაობა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის შესაბამისი ასახვა მოხდეს

ყველა შეხვედრაზე არის მზაობა წევრი ქვეყნებიდან, რომ მოხდეს საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის შესაბამისი ასახვა ვარშავის სამიტზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ეს გამოიხატება როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და თავსებადობის გაზრდის კუთხით.

”ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და მე ვიხილავ ჩემ კოლეგა მინისტრებთან ვარშავის სამიტის შედეგებს. ყველა შეხვედრაზე არის მზაობა წევრი ქვეყნებიდან, რომ მოხდეს საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის შესაბამისი ასახვა ვარშავის სამიტზე როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და თავსებადობის გაზრდის კუთხით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გუშინდელ გადაწყვეტილებას მონტენეგროსთან დაკავშირებით.

”გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ეს არის დადასტურება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მეორე მხრივ, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განვიხილავ არის საქარველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში. საქართველოს კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოს როლი გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში და ჩვენი ღირსეული პარტნიორობა ნატო-სთან და წევრ ქვეყნებსთან”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Visited 120 times, 1 visit(s) today