საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ მოწვეულ ექსპერტთან, აშშ საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი და ინიციატივები განიხილეს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული და რომელთა ინიცირებაც სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საარჩევნო კომისიასთან და სხვა უწყებებთან მსჯელობის შემდეგ იგეგმება.
Visited 59 times, 2 visit(s) today