არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

08/02/2020

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პრიორიტეტები და მიმდინარე თემები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა USAID-ის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ბროკ ბირმანის განცხადებით, საქართველოს მომავალშიც ექნება USAID-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0