არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმა და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
არჩილ თალაკვაძემ ევროპელ სტუმრებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე და ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა და კონსტიტუციური პროექტით შემოთავაზებულ ახალ სამართლებრივ ნორმებსა და მიდგომებზე ისაუბრა.
„ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავაცანი. შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების პროცესებზე და დღის წესრიგში არსებული საკითხები განვიხილეთ და წინასაარჩევნო გარემოსა და საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Visited 124 times, 1 visit(s) today