არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციას შეხვდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფება. შეხვედრაზე საქართველო – ევროკავშირს შორის პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო მომავალ წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და არსებულ მოლოდინებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით. არჩილ თალაკვაძემ ასოციაციის წევრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 119 times, 1 visit(s) today