არჩილ თალაკვაძე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობასა და პარტნიორობას. არჩილ თალაკვაძემ მადლიერება გამოხატა ესტონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს გააცნო ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების 2024 წლის განაცხადისთვის მომზადების პროცესზე. ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, შეეხო COVID-19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ესტონეთში არსებულ ვითარებას და ვაქცინაზე წვდომის საკითხს. არჩილ თალაკვაძემ გამოთქვა იმედი, რომ ესტონეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინების მიღების პროცესში.

Visited 41 times, 1 visit(s) today