არჩილ ტატუნაშვილმა სიმტკიცისა და სამშობლოსადმი სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, მის საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ერთხელ მოიგონეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„არჩილ ტატუნაშვილმა სიმტკიცისა და სამშობლოსადმი სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა. არჩილი ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი იყო და ჩვენ მის ხსოვნას ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Visited 76 times, 1 visit(s) today