არჩილ ჯაფარიძემ, სოფელ ხვანჭკარის სპორტული მოედანი დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფ. ხვანჭკარის სპორტული მოედანი დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მოედანზე ყოველწლიურად იმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოფლის გუნდები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განახორციელებს მოედნის აღდგენას შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ადგილობრივ და ჩამოსულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ შეუფერხებლად ჩაატარონ ტურნირი.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. მეორე ტოლის სპორტული მოედანიც დაათვალიერეს, რომლის რეაბილიტაციაც, ადგილობრივების თხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განხორციელდა.
2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 5 მინი მოედნისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება, გარდა ამისა ქ. ამბროლაურში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი, რომლის სრული ღირებულება 2.5 მილიონამდე ლარს შეადგენს.

Visited 245 times, 1 visit(s) today