არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება 2020 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე უძღვებოდა. საბჭოს შემადგენლობაში მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის:
2019 წელს მიმდინარე, გარდამავალი, დაგეგმილი და პრობლემატური ინფრასტრუქტურული
პროექტების შესახებ;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციის, სტიქიის
პრევენციის ღონისძიებების შესახებ.
2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე თვეში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის შესახებ და იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება 2020 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის, რაც აგრეთვე, ადგილობრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას ზრდის და მოსახლეობისთვის ღირსეული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. რწმუნებულმა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ ყველა პირობა ინტელექტუალური, ფიზიკური განვითარებისთვის, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებისთვის.

Visited 59 times, 1 visit(s) today