არჩილ ჯაფარიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ქ. ცაგერში ყვავილებით შეამკო.

„მე მინდა პატივი მივაგო თითოეული მათგანის ხსოვნას და ამავე დროს მადლიერება გამოვხატო იმ ერთიანობისა და თავგანწირვისათვის, რამაც დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების საშუალება მოგვცა. ჩვენი ვალია დავიცვათ ეს უდიდესი მონაპოვარი, რათა ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება“- აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ყვავილებით შეიმკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალები, აღევლინა პარაკლისი მათი სულების მოსახსენიებლად და ჩატარდა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება. მოეწყო ფოტოგამოფენა და ვიდეო ჩვენება 30 წლის წინათ განვითარებული მოვლენების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ასამაღლებლად.

Visited 80 times, 1 visit(s) today