არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურში მოქმედ მეწარმეებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე- ლევან ქვათაძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ამბროლაურში მოქმედ მეწარმეებს შეხვდნენ. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაციები მიმდინარე პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით. არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია მიმდინარე პროექტების განხორციელებისას, სამუშაოები ხარისხიანად და ეფექტურად, ვადების დაცვით შესრულდეს.

Visited 166 times, 1 visit(s) today