არჩილ ჯაფარიძე, ლასურიაშის, დეხვირის, ლასხანისა და ჩხუტელის მოსახლეობას შეხვდა

08/11/2019

ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლასურიაშში,დეხვირში,ლასხანაში და ჩხუტელში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, მოსახლეობას მიმდინარე პროექტები, სახელმწიფო პროგრამები და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის უპირატესობები გააცნო. სოფლებში მთავარ საჭიროებად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლა დასახელდა.
შეხვედრას აგრეთვე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე ესწრებოდა, რომელმაც ტყის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ სოფლის მაცხოვრებლებს ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0