არჩილ ჯაფარიძე, სოფელ ღვირიშის სასოფლო გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

12/07/2019

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად სოფ.ღვირიშის სასოფლო გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული გზა, 2017 წლის დეკემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა და მის აღდგენით სამუშაოებზე სახელშეკრულებო თანხა 35 636ლარს შეადგენს. შემსრულებელი-შპს “გზასერვისი XXI”.
რწმუნებულის მიერ შემსრულებელს მიეცა მითითება არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით.
ქ.ცაგერში დასრულდა “ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის” სამუშაოები, რომელიც მოიცავდა ღვირიშის ჩანჩქერზე გადასახედის მოწყობას, თანხით- 61 895ლარი.
პროექტის მიზანი ცაგერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0