არც ერთი დაშავებული დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დეპუტატებმა ტვინის შერყევის გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებაც მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მიაწოდა.

მისი განმარტებით, დაშავებული დეპუტატების ჯანმრთელეობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ქუთაისი-ზესაფონის გზატკეცილზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტოავარიაში მოყვა სამი დეპუტატი. ესენია – ხუბულური, ფეიქრიშვილი და დარზიევი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხობულურს, როგორც მე მაქვს ინფორამცია, აღენიშნება კეფის მიდამოში ჭრილობა და აქვს ტვინის მსუბუქი შერყევა. ფეიქრიშვილს აღენიშნება გულმკერდის დაჟეჟილობა და მას გადმოიყვანენ ქუთაისში, რომ დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარონ. დარზიევს კი აღენიშნება შერყევა და მასაც დამატებითი კვლევებისთვის გადმოიყვანენ ქუთაისში”, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მისთვის უცნობია.

უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში ცოტა ხნის წინ მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ ავტომობილს დაეჯახა, რომლითაც დეპუტატები მგზავრობდნენ.

Visited 257 times, 1 visit(s) today