არჯევანიძის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

26/07/2017

წაღვერში არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენისა და სახანძრო მანქანების საშუალებით მიმდინარეობს.
ინტენსიურ რეჟიმში ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები, მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები (ტყის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივები).
მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა აცხადებს, ხანძარი ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის კერების ჩაქრობა. ტერიტორიაზე გაკეთებულია მინერალიზებული ზოლები, რომელიც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას.
დღეს დაახლოებით 10:00 საათზე არჯევანიძის ტყეში1 ჰექტრამდე ტყის მასივს მოედო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0