არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს

25/03/2016

არ მგონია, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” მიერ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების შესაძლო გამართვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიას, ლევან ბერძიშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მისთვის უცნობია მეზობელი და მეგობარი პარტიების საარჩევნო სიები.

“ჩვენ ვართ კოალიციურ რეჟიმში, მე შემიძლია გელაპარაკოთ პარტიაზე, რომელსაც წარმოვადგენ. ჩემთვის სრულიად უცნობია ის პრინციპები, რომელზეც აიგება ჩვენი მეზობელი და მეგობარი პარტიების საარჩევნო სიები. მე კარგად ვიცი ჩემს პარტიაში რა და როგორ კეთდება. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სია და ის იქნება კოალიციური შემადგენელი, თუ არ იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლესაც სხვა პარტიები აპირებენ, ეს მათ უნდა ვკითხოთ. ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს პარტია “ქართული ოცნების” საქმეა.

“ეს არ არის ჩვენი პრობლემა, თუ “ქართული ოცნება” ხედავს ალბათობას, დაელაპარაკება, თუ ვერ ხედავს არ დაელაპარაკება, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. “რესპუბლიკელების” სიაში ის არ ყოფილა და ვერ იქნება. ბატონმა კალაძემ თქვა, რომ არ განიხილება. ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა განიხილებოდეს. მე არ მგონია, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და არავინ არაფერში არ ჩაერევა, როგორც უნდა ისე გადაწყვიტონ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0