ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია

11/12/2017

თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრისას.
“მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა გვაჩვენა 17.6%-ით. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით” – მამუკა ბახტაძე.
2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0