საქართველო ყოველთვის გვერდში ედგა უკრაინას

24/08/2017

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის ასეთ რთულ პერიოდში და საქართველო ყოველთვის გვერდში ედგა უკრაინას. დარწმუნებული ვარ მომავალშიც კიდევ უფრო გავაძლიერებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას. მინდა მივულოცო უკრაინელ მეგობრებს ეს დღე. ამაყი ვიყავი დღეს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალებიდან ეროვნული გვარდიის ოცეული იმყოფებოდა სამხედრო აღლუმზე და ჩაიარეს სხვა ნატოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი სერიოზული სიგნალია ჩვენი გვერდში დგომის თვალსაზრისით და ჩვენ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამგვარ თანადგომას. ასევე, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო უკრაინელებს, რომ მათ დააფიქსირეს თავიანთი მზადყოფნა ჩვენთვის რთულ დღეებში, ხანძრის დროს გამოეყოთ რვა ტონიანი ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ იყო საჭიროება. დიდი მადლობა მათ ამისთვის“- განაცხადა ევროპულ და ევროატალნტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ უკრაინაში, ქ. კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0