ატენში სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს

29/08/2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპი ითვალისიწნებს 4800 მეტრი სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, 39 883 მეტრი შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციას, ასევე სათავე კვანძის , ახალი წყალშემკრები რეზერვუარის მშენებლოაბასა და 2 უკვე არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას.
პროექტის მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ მოინახულეს, „უახლოეს პერიოდში სოფელ ატენის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება და ამ კუთხით , სოფელ ატენში წყლის პრობლემა მაცხოვრებლებს აღარ შეაწუხებს, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება” – განაცხადა დავით ონიაშვილმა.
პროექტის მეორე ატაპის ღირებულება ღირებულება 1 555 551 ლარია, აღნიშნული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, ხოლო სამუშაოების გარკვეული ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0