აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

04/05/2016

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

“დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.200 პროცენტით, მაქსიმალური 13.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 12.693 პროცენტით განისაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0