აქცია „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ – ამჯერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა

21/09/2017

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ – ამჯერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ცესკოს ინოვაციური სერვისების მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებას ახალგაზრდებს სთავაზობდნენ და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0