აღმაშენებლისა და ზაქარიაძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე ასფალტის საფარის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

13/03/2017

ზესტაფონში, აღმაშენებლისა და ზაქარიაძის ქუჩების დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე ასფალტის საფარის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. კეთილმოწყობის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ასფალტის ძველი, დაზიანებული საფარი ახალი ფენით. სამუშაოებს „საპოვნელა +“ , აწარმოებს რომელიც მუმიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების ფრაგმენტულ შეკეთებას აწარმოებს. ორგანიზაციამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ქუჩების ორმოული დამუშავების სამუშაოები 80 ათასი ლარის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძე ადგილზე ეცნობოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0